
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის დანიშვნა ტურისტების რაოდენობას გაზრდის - კომპლექსი „კერა“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
"ჰერბიას" ტურისტული კომპლექსი "კერა" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის დამატებას გეგმავს, რაც კომპანიის დირექტორისა და თანადამფუძნებლის რევაზ ჯანელიძის შეფასებით, ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის.როგორც მან, "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამჟამად, ტურისტული კომპლექსის დამსვენებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა უფასო ტრანსფერების დანიშვნის შემდეგ ტენდენცია შეიცვლება.გარდა ამისა,ტურისტული კომპლექსი სასწავლო აგრო ტურების დამატებას გეგმავს, რომელიც რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება მორგებული."ტურისტული კომპლექსი წინა წელს გაიხსნა და ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. გვაქვს რესტორანი, სასტუმრო და სხვ. 2025 წელს საკმაოდ დატვირთულ გარემოში გვიწევდა მუშაობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა საშემოდგომო და საახალწლო აქტივობები, რომლებიც ხასიათიდან გამომდინარე უფრო მეტად სოციალური ხასიათის პროექტები იყო. გვქონდა 25-ლარიანი პაკეტი, რომელიც მოიცავდა აგრო-ტურს "ჰერბიას" სასათბურე მეურნეობაში, ასევე, ბავშვები თავისი ხელით რგავდნენ ჩითილებს და ა.შ. დაახლოებით 10 000...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→