ბიზნესი
კრიშტიანუ რონალდუ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Perplexity-ის ინვესტორი გახდა
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრსა“ და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Perplexity AI-ში წილი შეიძინა. ინფორმაციას Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს მილიარდერი ფეხბურთელის ყველაზე გახმაურებული ინვესტიციაა. რონალდუს წილის ოდენობა და გარიგების ფინანსური პირობები არ საჯაროვდება. Perplexity-ში აცხადებენ, რომ ფეხბურთელთან გლობალური პარტნიორობის ხელშეკრულება დადო, რაც, ინვესტიციის გარდა, Perplexity-ის ვებგვერდზე “CR7”-ის სახელწოდებით ინტერაქტიული ჰაბის ჩაშვებას მოიცავს. ამ განყოფილებაში გულშემატკივრები რონალდუს კარიერის შესწავლას, იშვიათი სურათებისა და სხვა მასალის, მათ შორის, ლეგენდარული გოლების კადრების ნახვას შეძლებენ და მათ მიღმა არსებულ ისტორიებს გაეცნობიან. განყოფილებას მოგვიანებით ახალი კონტენტი და ექსკლუზიური პროდუქცია დაემატება.
Perplexity 2022 წელს დაარსდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი ბელარუსი დენის იარაცია. Bloomberg-ის ცნობით, Perplexity ხელოვ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→