
მსოფლიო
კრემლმა უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადება „საგაზეთო პუბლიკაციების“ სახით ნახა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
16 დეკემბრის დღის პირველი ნახევრისთვის კრემლს ნანახი არ ჰქონდა უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადების ოფიციალური ტექსტი. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ევროპის ლიდერების განცხადება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მრავალეროვანი ძალების შექმნის ინიციატივასაც ეხება, ოფიციალურად ჯერ კიდევ 15 დეკემბერს, ღამით გამოქვეყნდა მათი შეხვედრის მასპინძელი გერმანიის მთავრობის საიტზე.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, როგორ აფასებს კრემლი უკრაინის შესახებ ევროკავშირის ლიდერების განცხადებას.
„ჩვენ ჯერჯერობით ვნახეთ საგაზეთო პუბლიკაციები. საგაზეთო პუბლიკაციებზე რეაგირება არ გვექნება. რაიმე ტექსტი ჯერ არ გვინახავს“, - განაცხადა პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თანახმად, „გააანალიზებენ მაშინ, როცა ნახავენ“.
14-15 დეკემბერს ბერლინში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკება ვა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→