მსოფლიო
კრემლი: ტრამპმა პუტინი ღაზისთვის შექმნილი "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო მიწვევა, შეუერთდეს აშშ-ს ხელმძღვანელობით ღაზისთვის შექმნილ "მშვიდობის საბჭოს".
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ამჟამად წინადადებას განიხილავს.
"რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინიციატივის ყველა ნიუანსის დასაზუსტებლად გეგმავს," - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოს" წევრების ნაწილი დაასახელა.
დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებისთვის 60 ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
Bloomberg-ის მი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→