ახალი ამბები
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მაკრონთან დიალოგისთვის მზადაა
Tabula
•21 დეკემბერი, 2025•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანელ მაკრონთან "დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატა".
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პესკოვის განცხადებას მიესალმა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რომ მოსკოვთან ნებისმიერი განხილვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი მოკავშირეების მიმართ "სრული გამჭვირვალობის პრინციპით" წარიმართება და რომ მიზანი კვლავ უკრაინისთვის "მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის" უზრუნველყოფაა.
"მისასალმებელია, რომ კრემლი საჯაროდ დაეთანხმა ამ მიდგომას. უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, როგორ სჯობს გაგრძელება" - განაცხადეს ელისეს სასახლეში.
ცნობისთვის, მაკრონმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ თავად უნდა განაახლოს კონტაქტი პუტინთან და შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების წამყვან როლში მარტო არ უნდა დატოვოს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→