
ბიზნესი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება.
სააგენტოს ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი. დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში.
„ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე 13 ლარამდე დაფიქსირდა. ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის 17 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას. კო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→