ბიზნესი
კონკურენციის სააგენტომ „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა
ბიზნესპრესნიუსი
•16 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელმა ისარგებლა „კატარის ავიახაზებით“, რა დროსაც დაზიანდა მისი ჩემოდანი და მან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა კომპანიას შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალისგან უარი მიიღო.
„მომხმარებელმა კომპანიას მიმართა დადგენილი წესების თანახმად, 7-დღიან ვადაში, ოფიციალური ვებ - გვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი შევსებული არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე.
სააგენტოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელი დაეყრდნო მოვაჭრის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც - ბარგის დაზიანების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბარგის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. აღნიშნული პირობა წარმოადგენს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→