
ახალი ამბები
კონგოელი სტუდენტის სიკვდილი ოჩამჩირეში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ოფიციალური ვერსიით, ის სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. თუმცა სტუდენტის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის მოკლეს. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ მომხდარის შესახებ და სრულ, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ.
29 დეკემბერს კონგოს გამოცემამ Kongo 360-მა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ჩანს ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დგას. მათ ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „Justice pour Jérémie Mekanda“ (“სამართლიანობა ჯერემი მეკანდასთვის”). ბანერზეა სტუდენტის ფოტო და მითითებულია დაბადებისა და გარდაცვალების წლები. ჯერემი 29 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში დაიღუპა.
ასე შეეცადნენ ახალგაზრდები საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების მიქცევას ჯერემის სიკვდილის გარემოებებზე, რომლებსაც მისი ნათესავები საეჭვოდ აფასებენ.
„რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ ჩემი ძმა, ვითომდა, აფხაზეთში, ცემენტის ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღემდე არ ვიცით მომხდარის ზუსტი დეტალები. ერთადერთი ინფორ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→