
ახალი ამბები
„კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ - ტრამპი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ტრამპმა, რომელიც 4 იანვარს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ და მას მართავს „ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც მოსწონს კოკაინის წარმოება“ და აშშ-ში გაყიდვა, მაგრამ ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს.
ჟურნალისტის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს კომენტარი, რომ მომავალში ოპერაცია შესაძლოა, კოლუმბიაშიც ჩატარდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს მისთვის „კარგად ჟღერს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო კოკაინის წარმოებაში დაადანაშაულა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც.
თავის მხრივ, კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და წლები აქვს მიძღვნილი გავლენიან პოლიტიკოსებსა და შეიარაღებულ ნარკომოვაჭრეებს შორის არსებული კავშირების გამოძიებისა და გამოაშკარავებისთვის.
4 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია, რომ მის გარშემო იყვნენ წარმატებული ქვეყნები, სადაც ნავთობის თავისუფლად მოპოვებაა შესაძლებელი, ეს ფასებს შეამცირებს და აშშ-ისთვის კარგი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→