
საზოგადოება
კიევში აიღებენ მიხეილ ბულგაკოვის ძეგლს
Radio Tavisupleba👁️5
📰 სტატიის მონაკვეთი
კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული 15 ძეგლისა და ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. “აღებას ექვემდებარება მწერლისა და დრამატურგის, მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი”, - იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.
ბულგაკოვის ბრინჯაოს ძეგლი 2007 წელს დაიდგა, ანდრიევსკის დაღმართის N13-ში მდებარე მუზეუმთან, რომელიც იმ სახლში გაიხსნა, სადაც მწერლის ოჯახი ცხოვრობდა.
კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის თვითმმართველობა აიღებს ან შეცვლის კომპოზიტორ მიხაილ გლინკას, პოეტ ანა ახმატოვას მემორიალებს, სიმბოლურ ხუთქიმიანი ვარსკვლავის მქონე აბრას „კიევი - გმირი ქალაქი“, ლენინის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მემორიალურ ქვას და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის მემორიალურ დაფას.
2024 წლის გაზაფხულზე, უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის ექსპერტებმა რომანების „ოსტატი და მარგარიტა“ და „თეთრი გვარდიის“ ავტორი „უკრაინოფობად“ და „მსოფლმხედველობით იმპერიალისტად“ გამოაცხადეს, - იუწყება გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“. ექსპერტების აზრით, მწერალს „ეზიზღებოდა უკრაინელები დ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→