
მსოფლიო
კიევი მოითხოვს საერთაშორისო რეაგირებას უკრაინაზე რუსული „ორეშნიკით“ დარტყმის გამო
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
არსებული ცნობებით, რუსეთის ჯარებმა საშუალო მანძილზე მოქმედების ამ ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ლვოვის ოლქს დაარტყეს.
დღეს, 9 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრების მახლობლად მსგავსი დარტყმა სერიოზული საფრთხეა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და გამოწვევა - ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის.
ანდრი სიბიჰას თანახმად, ამ სახიფათო დარტყმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით აწვდიან აშშ-ს, ევროპელ პარტნიორებს, სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა მოითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის ჩატარებას და საპასუხო ზომებს ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში.
მინისტრის განცხადებით, აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს დარტყმა გაამართლოს პუტინის რეზიდენციაზე ყალბი შეტევით, რომელიც არასდროს ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→