კიევი კომბინირებული თავდასხმის ქვეშაა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, კიევს რუსული დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმა, ქალაქის ზოგ რაიონში გაითიშა ელექტროენერგია.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თანახმად, კიევში ერთი ადამიანი დაშავდა რუსეთის კომბინირებული თავდასხმის შედეგად.
დაზიანებულია რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა, ავტოსადგომზე დრონის დაცემის შედეგად გაჩენი ხანძრის გამო დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასმის ობიექტი გახდა სასაწყობე ნაგებობები.
კლიჩკოს თანახმად, კიევის მარცხენა სანაპიროს ნაწილში შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, სოციალური ინფრასტრტურული ობიექტები ავტონომიური კვების რეჟიმში გადაიყვანეს.
აფეთქებები ისმოდა დნეპრშიც.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასირებული თავდასხმისთვის ემზადება და მოქალაქეებს მოუწოდა ყურადღებით იყვნენ განგაშის გამოცხადების შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო უწყება უკრაინი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→