ახალი ამბები
"კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის - მღებრიშვილი
Tabula
•10 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ევაკუირებულია 20 ადამიანი, ხოლო ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
"ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძარზე შეტყობინების შემდეგ, 5 წუთში გამოცხადდა სახანძრო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო ტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 ადამიანია ევაკუირებული, საბედნიეროდ არავინ არ არის დაშავებული". - თქვა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტ "კიდობნის" შენობაში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→