საზოგადოება
„ხშირად მსმენია, - ქალს გემზე რა უნდა? " - ვინ არის და როგორ ცხოვრობს საქართველოში გემის პირველი მექანიკოსი ქალი
ბიზნესპრესნიუსი
•21 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️4
📰 სტატიის მონაკვეთი
"ახლა გიბრალტარის სრუტეში ვართ, აფრიკასთან ახლოს, ხვალ ატლანტის ოკეანეში, 3-მეტრიან შტორმში შევდივართ", - ამბობს მარიამ გურგენიშვლი, გემის პირველი მექნიკოსი ქალი საქართველოში. ქვეყანაში, სადაც მძიმე ტექნიკური პროფესიები კაცურ საქმეებად მიიჩნევა, მარიამი უდიდესი პასუხისმგებლობით და შეუპოვრობით ამსხვრევს სტერეოტიპებს და ნელ-ნელა უახლოვდება მიზანს, რომელიც მისთვის სტიმულისა და ენერგიის მიმცემია.
- მარიამ, 13 წლის გოგონები პრინცესულ ამბებზე ოცნებობენ, თქვენ გემის მექანიკოსობა რამ მოგანდომათ?
- ზუსტად ამ ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი გემის მექნიკოსი. ეს ჩემი ოჯახის წევრმა, მამინაცვალმა განპირობა. ის იყო გემის მექანიკოსი და ვთხოვდი ხოლმე მოეყოლა, რის გადატანა უწევდა და ნელ-ნელა ინტერესიც გამიჩნდა. მას არც ეგონა, ოდესმე ამ პროფესიას თუ ავირჩევდი. მიამბობდა, რამდენად რთული იყო ეს საქმე, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო, ყველაფრისთვის რომ გაგეძლო. ისე მომწონდა, ისეთი ინტერესი მქონდა, იმ პერიოდიდან დავიწყე მზადება. ვცდილობდი, სკოლაში განსაკუთრებით კარგად ის საგნები მესწა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→