
ახალი ამბები
„ხორბლის ფასი თვითღირებულებასთან არის ძალიან ახლოს - ფერმერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ფასი“ - ასოციაცია
ბიზნესპრესნიუსი
•8 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ძალიან ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ფასი და მხოლოდ ხორბლის ფასი წამოვიდა ქვევით, რაც დარგისთვის კარგი არ არის“, - ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირება გამოწვეულია მზარდი იმპორტით რუსეთიდან, რომელსაც ხორბლის ექსპორტზე, პრაქტიკულად, ნულოვანი გადასახადი აქვს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 115 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის იმპორტში ყველაზე დიდი წილი - 79% სწორედ რუსეთს უკავია. კერძოდ, ამ ბაზრიდან წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 91.2 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 360 400 ტონა ხორბალი.
„ხორბალი არის დეფიციტური პროდუქცია და გვინდა, რომ ქვეყანაში გაიზარდოს წარმოება და ამის რეალური პოტენციალი გვაქვს კიდეც. მოთხოვნა-მიწოდებას რაც შეეხება, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო მოსავლის აღება და 70 თეთრის ფარგლებში იყო 1 კგ-ის ფასი. ამის შემდეგ ფ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→