
ბიზნესი
ხახვის იმპორტი 25%-ით გაიზარდა - სად და რამდენად ვყიდულობთ
ბიზნესპრესნიუსი
•17 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ხახვის იმპორტი რაოდენობის კუთხით წლიურად 25%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო დეტალურად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 9.978 მლნ დოლარის ღირებულების 41 612 ტონა ხახვი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 8.413 მლნ დოლარის ღირებულების 33 145 ტონა ხახვის იმპორტი განხორციელდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ ხახვის იმპორტი გაიაფდა. კერძოდ, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ხახვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 25 ცენტის ფარგლებში იყო, 2025 წლის 11-თვეში კი საშუალო ფასი 24 ცენტს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხახვის იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან განხორციელდა.
უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ასე გამოიყურებოდა:
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→