
ბიზნესი
„კერძო სექტორი ნათლად ხედავს მსხვილი ჰესების საჭიროებას, რადგან ენერგოსისტემას დაბალანსება სჭირდება“ – მაია მელიქიძე (bm.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობით „საინტერესო ინვესტორია“ დაინტერესებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“განაცხადა, თუმცა ინვესტორის წარმომავლობა და ვინაობა არ დაუსახელებია. BMG-ის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებული ბიზნესჯგუფი საფრანგეთიდანაა.შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკისგან" გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 2023 წელს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ ხუდონჰესი შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე აშენდეს, რათა სოფელი არ დაიტბოროს. ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→