
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავიანთ საახალწლო მიმართვებში ქრისტიანულ იდენტობაზე, მშვიდობაზე, სუვერენიტეტსა და გარე „ზეწოლის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის მილიარდერმა დამფუძნებელმა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავიანთ სიტყვებში თანამემამულეებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, ასევე „აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“ მიმართეს.
მაშინ როცა კობახიძემ, პაპუაშვილმა და ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვებში სუვერენიტეტზე, ეროვნულ იდენტობასა და ქრისტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება, ივანიშვილმა თავისი წერილობითი მიმართვის დიდი ნაწილი „გლობალური ბოროტი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა, რომელსაც, მისი თქმით, „არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე“.
ცალკე მიმართვაში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ახალი წელი პარლამენტის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→