
ბიზნესი
ქართული მოცვის ექსპორტში რუსეთის წილი 94%-ს შეადგენს - როგორია საშუალო ფასი
ბიზნესპრესნიუსი
•13 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქართული მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 65%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 27.8 მლნ დოლარის ღირებულების 4 953 ტონა მოცვი, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში 45.8 მლნ დოლარის ღირებულების 6 876 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ქართული მოცვის საექსპორტო ფასიც. კერძოდ, 2025 წლის 11-თვეში თუ 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 6.7 დოლარი გახდა, 2024 წლის იმავე პერიოდში 5.6 დოლარს შეადგენდა - მონაცემები 20%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის 11-თვეში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული მოცვის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. კერძოდ, რუსეთის წილი საანგარიშო პერიოდში 94%-ს შეადგენდა, დანარჩენ ქვეყნებს კი ბაზრის მცირე წილი ეკავათ.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ღირებულების მოცვი შემდეგ 5-ქვეყანაში გავიდა:
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→