საზოგადოება
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა (რ)
Tabula
•16 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება.
ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→