
ბიზნესი
„ქართულ ონლაინ კომერციის ბაზარზე ძალიან გაიზარდა კონკურენცია და TEMU-მ ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი დაჩრდილა. გამოსავალი ვფიქრობ, რომ შეზღუდვა არ არის“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პრობლემა ნამდვილად არსებობს. ქართულ ონლაინ კომერციის ბაზარზე ძალიან გაიზარდა კონკურენცია და TEMU-მ ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი დაჩრდილა. გამოსავალი ვფიქრობ, რომ შეზღუდვა არ არის. TEMU-სთვის შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ პლატფორმას უნდა დაეკისროს დამატებითი გადასახადები, ე.წ. საიმპორტო ტარიფები, რაც პრაქტიკულად მას არაკონკურენტულ სიტუაციაში ჩააგდებს, - ამის შესახებ ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან მოლაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე თქმით, გამოსავალი არის განათლების ამაღლება მეწარმეებში, რათა TEMU-ს მსგავსად ეფექტურები გახდნენ."რეალურად, TEMU თუ კარგად მუშაობს ეს დამსახურებაა მისი ძალიან კარგი ტექნიკური მხარის. ეს არის სრულიად ახალი თაობის პლატფორმა და ამ შემთხვევაში ამ პლატფორმის შეზღუდვა ნიშნავს - დავუწესოთ გადასახადი, რომელსაც გადაიხდის მომხმარებელი. გამოდის, რომ ამით ჩვენ ერთის მხრივ ვიცავთ იმპორტიორების ვიწრო ჯგუფს და მათ სასათბურე პირობებში ვაგდებთ. საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს მოუწევს იმ დამატებით ტარიფების გადახდა, რომელიც დაწესდება TEMU-ს მიმართ. ვფიქრობ, რ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→