მსოფლიო
კანადის პრემიერმინისტრი ჩინეთს ეწვია
Tabula
•13 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მრავალწლიანი დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, 13 იანვარს, კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი ჩინეთს ეწვია.
ეს 2017 წლის შემდეგ კანადის მთავრობის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
კანადის მთავრობის თქმით, ის ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
კანადის მხარე აცხადებს, რომ კარნმა შესაძლოა ხელი რამდენიმე მემორანდუმსაც მოაწეროს, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
გრეგ მაკიჩნი, ლიბერალური პარტიის ყოფილი უფროსი მრჩეველი, აცხადებს, რომ შეხვედრები მხოლოდ სიმბოლური არ იქნება.
"როდესაც პრემიერმინისტრს ჩინეთში იწვევენ, ეს მხოლოდ თვალის ასახვევად არ ხდება,"- აღნიშნა მან.
კარნი ჩინეთში ვიზიტზე 2025 წლის ოქტომბერში შეთანხმდა, როდესაც ის სამხრეთ კორეაში ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგსაც შეხვდა.
ცნობისთვის, კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წლის შემდეგ გაუარესდა. 2018 წელს კანადაში დააკავეს კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, ჟენ ჭენგფეის შვილი მენგ ვანჭოუ. მალევე ჩინეთში კანადის ორი მოქალაქე დააკავეს, მაიკლ სპავორი და მაიკლ კო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→