
საზოგადოება
ქალი პატრიარქ კირილეს ცხოვრებაში - ცოლი თუ გარე ბიძაშვილი?
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კირილეს, (ვლადიმირ გუნდიაევს) 50 წელია ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც მის ბინაში ცხოვრობს და, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ჩანაწერების თანახმად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას პატრიარქთან ერთად დაფრინავს. პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი მას პატრიარქის გარე ბიძაშვილს უწოდებს, მაგრამ, როგორც ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფმა „პროექტმა“ გამოარკვია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ქალი ასევე ფლობს გუნდიაევის ქონებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც ჩვეულებრივ ასრულებენ სამოქალაქო მეუღლეები. ეს ურთიერთობა, რომელიც მართლმადიდებლური კანონიკით აკრძალულია, რამდენიმე ათწლეულია გრძელდება.
2019 წლის 5 თებერვალს, ღრუბლიან, მაგრამ თბილ დღეს, ბაქოში დაეშვა Airbus A318-112 Elite - დიდი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც გადაკეთებულია VIP მგზავრების გადასაყვანად. ამ კლასის თვითმფრინავებს იყენებენ მაღალი თანამდებობის პირები ან ძალიან მდიდარი ადამიანები, მაგრამ ამჯერად ხომალდში სულ სხვა ვინმე იყო. მგზავრს გრძელი შავი ტანსაცმელი - ამქვეყნ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→