
პოლიტიკა
ჯონ მირშაიმერი: რიგ სახელმწიფოებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რადგან მათ წარმოდგენაში ეს წარსული ევროკავშირია და არა ამჟამინდელი. ევროკავშირის მომავალი არცთუ ისე ნათელია და ეს ნატოს არცთუ ისე ნათელი მომავლის გამოძახილია
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მგონია, რომ ევროკავშირს კარგი მომავალი არ ელის, რიგ სახელმწიფოებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რადგან მათ წარმოდგენაში ეს წარსული ევროკავშირია და არა ამჟამინდელი. ევროკავშირის მომავალი არცთუ ისე ნათელია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა, ჯონ მირშაიმერმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა მირშაიმერს კითხვით მიმართა, ვის შეიძლება უნდოდეს, ახლა ევროკავშირში გაწევრიანება.
ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავალი არცთუ ისე ნათელია და ეს ბევრ გარემოებასთან ერთად, სწორედ ნატოს არცთუ ისე ნათელი მომავლის გამოძახილია.
„ევროკავშირსა და ნატოს თუ შეხედავ, დაინახავ ორ ინსტიტუტს მძიმე გამოწვევების წინაშე. ბევრს არ ესმის, რომ ევროკავშირის წარსული, შთამბეჭდავი წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპაში უსაფრთხო სტრატეგიულ ვითარებასთან, სხვა სიტყვებით - ნატოსთან. სწორედ ვაშინგტონის სამხედრო ძალა უზრუნველყოფდა სტაბილურობას ევროპაში, სწორედ ნატოს გამოყენებით იცავს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპულ სახელმწიფოებს.
ნატო შესუსტების გზას ადგას. ის დასუსტდება თუ გაქრება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ნატოს ალიანსი შესუსტება ევროკავშირზე უარყოფითად აისახება. მგონია, რომ ევროკავშირს კარგი მომავალი არ ელის, რიგ სახელმწიფოებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რადგან მათ წარმოდგენაში ეს წარსული ევროკავშირია და არა ამჟამინდელი. ევროკავშირის მომავალი არცთუ ისე ნათელია და ეს, ბევრ გარემოებასთან ერთად, სწორედ ნატოს არცთუ ისე ნათელი მომავლის გამოძახილია.
კითხვის პასუხად, სულ ბოლოს გეტყვით რომ, ევროკავშირის სულ მცირე 6 სახელმწიფო რუსული აქტივების მოპარვის წინააღმდეგია, მათ არ გააჩნიათ ამ პროცესის შეჩერებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ძალა, მაგრამ მოცემულობა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ა.შ. ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მიერ რუსულია აქტივების მოპარვას, ევროკავშირისთვის მომავალში მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს მოიტანს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→