პოლიტიკა
ჯაფარიძე მეგრელიშვილზე: არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ მქონია
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაგუნდელის, ვახო მეგრელიშვილის Facebook-პოსტს გამოეხმაურა და პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ "არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ ჰქონია".
ჯაფარიძის თქმით, მეგრელიშვილს მისთვის არ უკითხავს, ჰქონდა თუ არა რაიმე გარანტიები ბიძინა ივანიშვილისგან 2016 წელს, როდესაც პარტია გირჩი ჩამოყალიბდა.
"[...] არც პირველ კითხვად, და ზოგადად, ჩემთან მიმართებაში ეგ კითხვა საერთოდ არ დაუსვამს, რამე გარანტიები მაქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სავარაუდოდ, გულისხმობს რომ პალიკოსთან [კუბლაშვილი] ჰქონდა რაღაც მსგავსზე საუბარი და იქაც მეეჭვება, რომ რაიმე ასეთი პასუხი მისთვის გაეცა, რომ ბიძინასგან გვაქვს რაღაც გარანტიებიო. [...] მეტყობა მე რამეზე, რომ რომელიმე კონკრეტულ რამეში ბიძინას რომ აწყობდა ისეთი რამ გავაკეთე? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო თავის დროზე მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის... რა ვიცი, ხომ მლანძღავდნენ ამ წამოსვლის გამო. ჩემს მერე ვაშაძე წამოვიდა, იგივე დრო დააყარეს. [...] ეს დამოკიდებულება აქვს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→