
News
ჯანდაცვის სამინისტრო - ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები, სახელმწიფო დაფინანსებით, ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ
ბიზნესპრესნიუსი
•27 აპრილი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები, სახელმწიფო დაფინანსებით, ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას c ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, შეხვდა ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სპინალურ- კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. მინისტრის თქმით, სიახლის ამოქმედებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
„პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→