
ახალი ამბები
ისრაელში თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა. დასავლეთ სანაპიროზე მლოცველს რეზერვისტმა მანქანა დააჯახა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ისრაელის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან იყო, შემთხვევის ადგილზე მოქალაქემ ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც ისსაავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, თქვა, რომ მან შემდგომი თავდასხმების აღსაკვეთად სამხედროებს დაავალა, საპასუხოდ ძალა გამოიყენონ დასავლეთ ნაპირის ქალაქ კაბაიტიაში, საიდანაც, მისი თქმით, თავდამსხმელი იყო.ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე „ოპერაციისთვის ემზადებიან“.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ერთი მოზარდი. მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ - ექიმებმა მათი რეანიმაცია ვერ შეძლეს.ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, 25 დეკემბერს ისრაელელმა სამხედრომ - რეზერვისტმა ჯარისკაცმა თავისი ავტომობილი პალესტინელ კაცს დააჯახა მაშინ, როცა ის ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე გზის პირას ლოცულობდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მანამდე ამ ტერიტორიაზე სროლები იყო.„მივიღეთ კადრები, სადაც შეიარაღებული პირი პალესტინელს ეჯახება“, - ნათქვამია განცხ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→