
ახალი ამბები
ისრაელმა სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე მოილაპარაკა
Radio Tavisupleba👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
ისრაელმა 6 იანვარს დაადასტურა, რომ პარიზში აშშ-ის მხარდაჭერით სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე გამართა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.„დიალოგი შედგა (აშშ) პრეზიდენტ ტრამპის ხედვის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეწყობის შესახებ, რომლის დროსაც ისრაელმა ხაზი გაუსვა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზღვრებთან საფრთხეებისთავიდან აცილების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.„ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ასევე ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობის მიმართ“, - წერია დოკუმენტში.სირიის ახალი მთავრობა და ისრაელი აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ ერთობლივ ჯგუფს შექმნიან, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს გაცვლის და ადგილზე სამხედრო დეესკალაციას უზრუნველყოფს, წაიკითხავთ ერთობლივ განცხადებაში.პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→