
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინელთა ტერიტორიაზე - დასავლეთ ნაპირზე 19 ახალი დასახლების მშენებლობა დაამტკიცა
Radio Tavisupleba👁️4
📰 სტატიის მონაკვეთი
ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” დაამტკიცა გადაწყვეტილება19 ახალი დასახლების შექმნის შესახებ ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც - როგორც ეს ქვეყნის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის ოფისის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 69-მდე გაიზარდა.ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა გაეროს განცხადებას, რომ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების გაფართოებამ - ყველა ობიექტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება - 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.„ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩისა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის წინადადება იუდეასა და სამარიაში 19 ახალი დასახლების გამოცხადებისა და ოფიციალურად გაფორმების შესახებ დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული, როდის იქნა მიღებული გად...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→