
ახალი ამბები
ისმის აფეთქებების ხმა - ვენესუელა აშშ-ის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესახებ იტყობინება
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
CBS News-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელაზე იერიშის მიტანის ნებართვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. თუმცა არ გავრცელებულა კომენტარები თეთრი სახლისა და პენტაგონის სახელით.
„ვენესუელა გმობს და აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე - უკიდურესად სერიოზული სამხედრო აგრესიის შესახებ, აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან ვენესუელის ტერიტორიის წინააღმდეგ”, - ნათქვამია ვენესუელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეკემბრის მიწურულს განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ.
საპორტო ობიექტზე დარტყმისა და „ძლიერი აფეთქების" შესახებ ტრამპმა მედიას 29 დეკემბერს უთხრა ფლორიდის რეზიდენციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ, როცა კომენტარი სთხოვეს რადიოსადგურ WABC-სთან ინტერვიუში 26 დეკემბერს ნათქვამზე, რომ ვენესუელაში მწყობრიდან გამოიყვანეს მსხვილი ობიექტი.
ა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→