
პოლიტიკა
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს - ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელენ მაკენტის განცხადებით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება სრულიად მიუღებელი და ღრმად სამწუხაროა.
ჰელენ მაკენტის თქმით, მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების დაცვაზე და მსოფლიოში, სადაც მსოფლიოში, სადაც ამ პრინციპებს უგულებელყოფენ და ძირს უთხრიან, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ იქნება.
„ირლანდიამ ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც, დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ყველა ქვეყნის - დიდის თუ პატარას, სამხედრო ალიანსებში გაე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→