
ახალი ამბები
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო მაღალი ინფლაციისა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემების გამო. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გამოვიდნენ. მათ 30 დეკემბერს სტუდენტები შეუერთდნენ. ანტისამთავრობო აქციებმა არაერთი ქალაქი მოიცვა.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების და უფლებადამცველთა ჯგუფის, Hengaw-ის მიერ 1 იანვარს გავრცელებული ცნობებით, ლორდეგანში, ისპაანსა და აზნაში, საერთო ჯამში, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, დაღუპულთა შორისაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული მოხალისეთა გასამხედროებული დაჯგუფების წევრი.
რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა(Radio Farda) ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, რომელიც თეოკრატიული მმართველობის ფონზე შედარებით ზომიერ ლიდერად მიიჩნევა, განაცხადა, რომ ირანელების კანონიერ მოთხოვნებს აღიარებს და მთავრობას მოუწოდა, მიმართოს ზომებს ეკონომიკური სირთულეების შესამსუბუქე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→