
მსოფლიო
ირანში კრიზისი ღრმავდება - მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანში მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Time თეირანში მომუშავე ექიმზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.„დედაქალაქის ექვსმა საავადმყოფომ პროტესტში მონაწილე პირებს შორის სულ მცირე 217 გარდაცვალება დააფიქსირა“, - განაცხადა ექიმმა.აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს, თუ პროტესტის მონაწილეების მკვლელობა გაგრძელდება.ირანში მასობრივი გამოსვლები დეკემბრის ბოლოდან მიმდინარეობს და ისინი არეულობებში გადაიზარდა. ეს ვითარება ეროვნული ვალუტის, ირანული რიალის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია, რომელმაც არაოფიციალურ ბაზარზე ისტორიულ მინიმუმებს მიაღწია. თავდაპირველად თეირანში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ ვაჭრები და მაღაზიების მფლობელები, რომლებმაც სავაჭრო ობიექტები დახურეს. მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.მედიის ცნობით, პროტესტს მხარს უჭერს 1979 წელს დამხობილი შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის შვილი. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება „გამაერთიანებ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→