ტექნოლოგია
ირანში ინტერნეტკავშირი თითქმის ნულამდე დაეცა - ლაივბლოგი
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანში ინტერნეტკავშირი თითქმის ნულამდე დაეცა
არსებობდა გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები იმისა, რომ ირანში ინტერნეტი აღდგენას იწყებდა - NetBlocks-ის მონიტორინგის მონაცემებმა აჩვენა, რომ 17 იანვარს ჩართული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მცირედით. თუმცა მოგვიანებით NetBlocks-მა განაცხადა, რომ მოკლევადიანი და შეზღუდული მატების მიუხედავად, ინტერნეტკავშირი სწრაფად დაუბრუნდა და კვლავ რჩება „თითქმის ნულოვან“ ნიშნულზე.NetBlocks-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ინტერნეტი მე-10 დღეა, გათიშულია, კვლავ არსებობს სერიოზული გაურკვევლობა იმის შესახებ, აპირებს თუ არა მთავრობა უახლოეს მომავალში სერვისების აღდგენას. ამავდროულად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-მ 17 იანვარს, „შესაბამის მაღალჩინოსნებზე“ დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტი „ეტაპობრივად და თანდათანობით“ ჩაირთვებოდა. საინფორმაციო სააგენტოს დამატებითი დეტალები არ გამოუქვეყნებია და არც შესაძლო აღდგენის ვადებსა თუ მასშტაბებზე უსაუბრია.ირანელები სასოწარკვეთილად ცდილობენ გაავრცელონ რეჟიმის სასტიკი დარბევის მტკ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→