ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ორგანიზაცია HRANA
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ორგანიზაციის ცნობით, დადასტურებულია 3090 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რომელთა შორისაც 2885 დემონსტრანტია.
IHRNGO-ს (ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის) მონაცემებით, საყოველთაო საპროტესტო აქციების დაწყებიდან თვრამეტი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 3 428 დემონსტრანტი დაიღუპა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმის“ მიერ გამოქვეყნებული 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 3000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით კი, 617 საპროტესტო აქციაზე ირანის 187 ქალაქში, სულ მცირე, 18 470 ადამიანი დააკავეს, ხოლო მოკლულთა დადასტურებული რიცხვი 2615-ს უდრის.
საპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო - ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო. თანდათან მღელვარება მთელ ქვეყანას მოედო და მოთხოვნებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვას, თავისუფლებასა და ისლამური რესპუბლიკის დამხობას. ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებდნენ.
თეირანმა პროტესტი სისხლისღ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→