
მსოფლიო
ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა - CBS News
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი ირანშია.CBS News-ის ინფორმაციით, ირანში მყოფმა წყარომ მათთან დარეკვა შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტების ჯგუფები პროტესტებიდან დაღუპულთა სრული სიების შედგენას ცდილობენ, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 12-დან 20 ათასამდეა.იგივე წყარომ აღნიშნა, რომ უშიშროების ძალები თეირანის მასშტაბით მრავალ კერძო საავადმყოფოს სტუმრობენ და პერსონალს ემუქრებიან, რომ პროტესტების დროს დაშავებულთა სახელები და მისამართები გადასცენ.CBS News-ი აღნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლეს წყაროს მიერ მოწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება, რასაც ის ფაქტიც ართულებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა და სატელეფონო მომსახურება შეწყვიტა.Ipn.ge
(window.globalAmlAds = window.globalAmlAds || []).push...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→