მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი ირწმუნება, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს"
Tabula
•15 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების ჩამოხრჩობა "არ იგეგმება."
კითხვაზე, აპირებს თუ არა რეჟიმი დემონსტრანტების ჩამოხრჩობას, არაღჩიმ უპასუხა, რომ "ამის შესახებ არ სმენია" და დაამატა, რომ "დღეს ან ხვალ ჩამოხრჩობის გეგმები არ არსებობს."
"შემიძლია გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ არსებობს ჩამოხრჩობის გეგმები," თქვა არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ "ჩამოხრჩობა გამორიცხულია."
13 იანვარს CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ძალიან მტკიცე ქმედებებით" დაიმუქრა, თუკი ირანი დემონსტრანტების ჩამოხრჩობას დაიწყებდა. "თუ მათ ჩამოახრჩობენ, თქვენ გარკვეულ ქმედებებს დაინახავთ," ამბობდა ტრამპი.
მას შემდეგ, 15 იანვარს, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც მას შეატყობინეს, ირანში მკვლელობები შეწყდა და რომ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა "არ იგეგმება".
"ჩვენ საკმაოდ მტკიცედ შეგვატყობინეს - და გავიგებთ, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე - მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ირ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→