
ახალი ამბები
ირანი: 1000-მდე დაკავებული და აიათოლას სამზადისი გასაქცევად
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ცეცხლწაკიდებული მანქანები, შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის - ირანში უკვე ერთი კვირაა არეულობა გრძელდება. არნახული ინფლაციის გამო (წლიური 52%) ამჯერად ქუჩაში არა ქალები, არამედ ბაზრის მოვაჭრეები გამოვიდნენ. მათ სტუდენტებიც აჰყვნენ. საპროტესტო აქციები, სხვადასხვა მასშტაბის, 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
Human Rights Activists News Agency (HRANA)-ის ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 51 კი - დაიჭრა, უმეტესობა რეზინის ტყვიებით ან საფანტით. დაკავებულია პროტესტის 1000-მდე მონაწილე.
დემონსტრანტებს რომელიმე ერთი მოთხოვნა არა აქვთ, ისინი უკმაყოფილებას სიდუხჭირისა და უუფლებობის გამო გამოთქვამენ. დეკემბერში ირანში მკვეთრად დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი. ხელზე 1 დოლარი 1,4 მილიონი რიალი ღირს, როცა შარშან 800 000 ღირდა. ეკონომიკური პრობლემების მთავარი მიზეზი სანქციებია, რომლებიც ირანს ბირთვული პროგრამის გამო ჯერ კიდევ წლების წინ დაუწესდა.
ქვეყანას უხვად აქვს ნავთობი, მაგრამ მის გაყიდვას ემბარგოს გამო ვერ ახერხებს, რაც პერიოდულად ფასების ზრდაზეც აისახება, უმუშევრობაზეც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→