
მსოფლიო
ირანელი დემონსტრანტების თქმით, საავადმყოფოებში "ერთმანეთზე დაყრილი ცხედრები" იხილეს - CNN
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც გასულ დღეებში თეირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდნენ, გამოცემა CNN-ს განუცხადეს, რომ რეჟიმის მხრიდან სასტიკი ძალადობისა და დაღუპულთა ცხედრების სიმრავლის მიუხედავად, დედაქალაქის ქუჩებში ხალხი მასშტაბურად გამოდის.CNN-ის ცნობით, როგორც 70 წლის კაცმა და 60 წელს გადაცილებულმა ქალმა აღწერეს, 8-9 იანვარს მათ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ყველა ასაკის ადამიანები იხილეს. თუმცა, მათივე თქმით, ბოლო ღამის განმავლობაში სამხედრო იარაღით აღჭურვილმა უსაფრთხოების ძალებმა "ბევრი ადამიანი" დახოცეს.ერთ-ერთმა ქალმა CNN-თან არსებული ვითარების დახასიათებისას აღნიშნა, რომ საავადმყოფოში "ერთმანეთზე დაყრილი ცხედრები" იხილა.ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი.პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა, რის ფარგლებშიც მან მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→