
მსოფლიო
ირანელები ეკონომიკური პრობლემებისა და საპროტესტო აქციების ფონზე ყოველთვიურ ანაზღაურებას მიიღებენ
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ ერთი მილიონი თუმნის (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ეკვივალენტური თანხა ერთ ადამიანზე თვეში. ეს თანხა მათ ანგარიშებზე ოთხი თვის განმავლობაში ჩაირიცხება“, - განუცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ფათემე მოჰაჯერანიმ სახელმწიფო ტელევიზიას.მისი თქმით, თანხა ყველა ირანელს ოთხი თვის განმავლობაში გადაურიცხავენ და მისი გამოყენება გარკვეული საქონლის შესაძენად იქნება შესაძლებელი. ის მიზნად ისახავს „ხალხზე ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“.ირანში, რომლის მოსახლეობაც 85 მილიონს აჭარბებს, მინიმალური ხელფასი დაახლოებით 100 დოლარია, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 200 დოლარი.ირანელები ყოველდღიური საყიდლებისთვის ძირითადად მობილურ ტელეფონებსა და სადებეტო ბარათებს იყენებენ ნაღდი ფულის ნაცვლად.ირანის ეკონომიკა წლების განმავლობაში ებრძვის აშშ-სა და საერთაშორისო სანქციებს თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 52 პროცენტი იყო.ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების მესამედზე მეტი დაკარგა, რამაც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→