
ახალი ამბები
ინტერვიუ “აზოვსტალის” დამცველთან, რომელიც ტყვედ არ ჩაბარდა და მთელი წელი ატყუებდა ФСБ-ს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის სასაზღვრო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, დენის სტოროჟუკი ქარხნის ქვეშ მდებარე საკანალიზაციო შახტში დაიმალა, რათა დამოუკიდებლად გასულიყო ოკუპირებული მარიუპოლიდან. რამდენიმე საათით ადრე მან და მისმა თანამებრძოლებმა გაანადგურეს მთელი შეიარაღება. სტოროჟუკმა, როგორც თვითონ იხსენებს, დანიშნა დაღუპულთა ცხედრები (მოამზადა ისინი შესაძლო ევაკუაციისთვის) და გამოსამშვიდობებელი წერილიც დაწერა.
შემდეგ მან რამდენიმე ყუმბარა ააფეთქა, რათა არავის შეჰპაროდა ეჭვი მის სიკვდილში. ვიცე-პოლკოვნიკი სტოროჟუკი ამბობს, რომ თავიდანვე არ აპირებდა დანებებას, რადგან კარგად ახსოვდა ტყვეობაში მყოფი თანამებრძოლების მონათხრობი. უკრაინელი მესაზღვრის თქმით, როდესაც გაქცევა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მტრის ზურგში აღმოჩნდებოდა და თითქმის ერთი წელი იცხოვრებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ინფორმაციას მიაწვდიდა უკრაინელ სამხედროებს, ხოლო ФСБ მასზე ნამდვილ ნადირობას გამოაცხადებდა, კრემლის პროპაგანდა კი ფილმს გადაიღებდა.
როგორ მოახერხა დენის სტოროჟუკმა აზოვსტალიდან გაქცევა? როგორ გადარჩა ის ოკუპირებულ ამვროსიევკაში და რა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→