
ბიზნესი
ილონ მასკის xAI-ის კვარტარულმა ზარალმა $1.46 მილიარდი შეადგინა – Bloomberg (forbs.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის 2025 წლის სექტემბრის კვარტლის წმინდა ზარალმა $1.46 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg News-ი ავრცელებს. შედარებისათვის, კომპანიამ 2025 წლის მეორე კვარტალში $1 მილიარდი იზარალა.ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტმებრისთვის xAI-ის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა და $107 მილიონი შეადგინა.Bloomberg News-ის ინფორმაციას არ ეთანხმება თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანია. Reuters-მა xAI-ის კომენტარის გასაკეთებლად მიმართა, რაზეც კომპანიამ მოკლედ უპასუხა, რომ მედიასაშუალება იტყუებოდა.Bloomberg News-ის წყაროს თანახმად, AI-სტარტაპმა გასული წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $7.8 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული დახარჯა. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან, როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტის კომპანიები სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის შესაძენად, მონაცემთა ცენტრების გასამართად და სფეროს წამყვანი სპეციალისტების მოსაზიდად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. xAI-ის მიერ დაფიქსირებული ზარალის მთავარი მიზეზიც სწორედ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→