ბიზნესი
„გვინდა კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ - ბიზნესის მოვალეობაა, გარემო იყოს ისეთი, ადამიანი ბოლომდე დაიხარჯოს" - თემურ ჭყონია
ბიზნესპრესნიუსი
•3 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„გვინდა კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ და საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის დიდი პროექტი, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია.
გარდა ამისა, თემურ ჭყონიამ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" იმ ბიზნეს მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახლა მისი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია.
„ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს - წყლის ბიზნესი ძალიან იზრდება და კიდევ ერთი ქარხანა უნდა ავაშენოთ. მეორე - ახლა მუშავდება, ძალიან საინტერესო პროექტი „კოკა-კოლასთან“ ერთად, შეიძლება კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ და შევთავაზოთ დღევანდელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ შესაძლებელია, ხილის ახალი ჯიშები შემოვიტანოთ და ჩვენ თვითონ მოვამზადოთ კონცენტრატები.
ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ახლა ნარჩენების შეგროვებაზე ზრუნვა იქნება. მაგალითად, კონტრაქტი დავდეთ, რომ შუშის ბოთლი, რომელსაც ვაწვდით [ბაზარს] ჩვენ უნდა შევაგროვოთ. შემდეგი ეტაპია პლასტმასის შ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→