
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ე.წ გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერა, თავადაც ამბობენ, რომ ნდობა არ არის - სადაც ნდობა არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა - რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ე.წ გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ. [ზურა] ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის - სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა - რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.
“[ზურაბ] ჯაფარიძის პარტია და “ნაცმოძრაობა” ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება. ეს არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან ასრულებენ დაკვეთებს. რაც შეეხება ე.წ გაერთიანებებს - თვითონაც აღარ სჯერათ, ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ და იმ ალტერნატიული წინადადებისთვის არ არის მიმართული, რომელიც თუ ოპოზიცია ხარ წესით იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→