
ახალი ამბები
გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა. სუსში დაწყებული გამოძიების გამო, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბრიდანაა გამოცხადებული.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებენ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია B.P. TRANS-სა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს - სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების კონტექსტში.
ამ კომპანიამ გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.
საქართველოში არყოფნის გამო, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→