
ახალი ამბები
გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს - ამბობს ადვოკატი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„აღნიშნულ ბრალდებაში ბატონი გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს... საქმის მასალები რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, შემდეგ გვექნება პოზიცია... ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მის წინააღმდეგ იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში არსებულ გარემოებებზე...
მე როგორც ვიცი, [ამოღებული] მისი პირადი მონაცემებია, ოჯახთან დაკავშირებული და არაფერი კანონსაწინააღმდეგო... არ ვუშვებ, რომ მისი სახლიდან ამოღებული მასალა იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული... რამდენჯერ აგიხსენით, ეს არის მისი პირადი, ოჯახთან დაკავშირებული, არა სუსში საქმიანობასთან დაკავშირებული“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ გრიგოლ ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, დილით, პროკურატურის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→