ბიზნესი
გლობალური სარეკლამო ხარჯი წელს 8.8%-ით გაიზარდა
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
წელს გლობალური სარეკლამო ხარჯი მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, რადგან აშშ-ის ახალ ტარიფებს მოსალოდნელი ძლიერი გავლენა არ მოუხდენია, ხოლო ხელოვნურმა ინტელექტმა ინდუსტრიის მხარდაჭერა უზრუნველყო. ამის შესახებ სარეკლამო კონცერნ WPP-ის ანგარიშში წერია, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.
ახალი შეფასებით, წელს გლობალური სარეკლამო ხარჯი, აშშ-ის პოლიტიკური რეკლამის გამოკლებით, 8.8%-ით გაიზრდება და 1.14 ტრლნ დოლარს მიაღწევს. მაშინ, როცა ივნისში WPP 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
სარეკლამო ჯგუფმა, ასევე, 2026 წლის ბაზრის ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე, ანუ 1.22 ტრლნ დოლარამდე გააუმჯობესა, მაშინ, როცა მანამდე 6.1%-იან ზრდას ვარაუდობდა.
ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების ზრდამ სარეკლამო ხარჯის მოსალოდნელზე უფრო მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. WPP-ის პროგნოზით, როგორც ტრადიციულ, ასევე, სტრიმინგ-არხებზე სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯული თანხა წელს 0.6%-ით, ანუ 167.5 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წელს 2.1%-ით, 171.1 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, ტელევიზიის ბაზრის წილი გასული წლის 15.8%-დან წელს 14.6%-მდე, ხოლო მომავალ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→