ახალი ამბები
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა
Tabula
•15 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს. თავდაპირველად დ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, ახლა კი, დედის ცნობით, არასრულწლოვანს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "პასუხისთვის დრო სჭირდებათ".
"როცა ჩემი არასრულწლოვანი შვილი დანაშაულის დაფარვისთვის უსამართლოდ დაიჭირეს, მე როგორც დედამ სათანადოდ ხმა არ ამოვიღე, ეს აღმოჩნდა ჩემი უდიდესი შეცდომა და ჩემი შვილისთვის დამღუპველი!
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დააწერინა თავის პროკურორს ქეთევან სონიძეს შეკვეთილი ბრალი, რითაც შეინარჩუნა სკამი, ხოლო გიგა ავალიანის დედამ გააუქმა 17 იანვარს მის მიერ პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია. დღევანდელი პროკურატურის სახელმძღვანელო კოდექსი ასეთია - სკამის დაკარგვის შიშით და არა მტკიცებულ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→