ბიზნესი
„გიდებზე მოთხოვნის შემცირებას არ ველოდებით, პირიქით, ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე, შესაძლოა, დეფიციტიც კი იყოს“ - ასოციაცია
ბიზნესპრესნიუსი
•13 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„გიდების ნაწილში მოთხოვნის შემცირება არ უნდა იყოს, პირიქით, ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე, შესაძლოა, დეფიციტიც კი იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის კურორტებზე თოვლი იქნება, სეზონზე ტურისტების დიდ ნაკად ელოდებიან.
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო, იმედია ზამთრის სეზონიც ასეთი იქნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს, ბუნებრივია, თუ თოვლი არ მოვიდა, ჩავარდება სეზონი. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე სეზონებს შორის პერიოდია და ტურისტული ნაკადი კლებას იწყებს ხოლმე, მაგრამ დეკემბრის ბოლოდან, როცა ზამთრის კურორტებზე უკვე თოვლია, ნაკადი კვლავ იზრდება. გუდაურში თოვლი არის უკვე. პირადად მე მოცლა არ მაქვს, ყველა რეკავს და აინტერესებს, არის თუ არა თოვლი, შეიძლება თუ არა უკვე ჩამოსვლა და თხილამურებით სრიალი.
დაახლოებით დეკემბრის ბოლოს იხსნება ხოლმე ზამთრის სეზონი. ველოდებით ტურისტების დიდ ნაკადს, განსაკუთრებით ისრაელიდან და...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→