
ახალი ამბები
გენპროკურორის ხელფასი 10 610 ლარი გახდა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 960 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 10 610 ლარი იქნება.გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის ხელფასი ამ დრომდე 9 650 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ პროკურატურის სხვა თანამშრომლებსაც.პროკურატურაში ხელფასთან [ანუ თანამდებობრივ სარგოსთან] ერთად ყოველთვიურად „წელთა ნამსახურობის დანამატს“ და ასევე სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოსაც მიიღებენ.„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გიორგი გვარაკიძემ ხელი 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.ამ ბრძანებით, მაგალითად:
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 9 970 ლარი [იყო 9 070 ლარი]
გენერალური პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 9 640 ლარი [იყო 8 770 ლარი]
გენპროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი] და ა.შ.
გენპროკურატურაში ყველაზე დაბალი ხელფასი სტაჟიორს ექნება – 1 390 ლარი [იყო 1 270 ლარი]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი], ხოლო აჭარის პროკურორის მოადგ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→